ათენში ხანძრის შედეგად დაღუპულთა გლოვა და სტიქიის შედეგებთან გამკლავება გრძელდება. საკურორტო ზონა ბერძნების სოლიდარობის ადგილად იქცა. გროვდება დახმარებები, სასტუმროებმა და ახლომდებარე დასახლებებმაც დაზარალებულები შეიფარეს. თუმცა, პარალელურად გახშირდა ქურდობის ფაქტებიც. როგორ ადგილობრივებმა მოამბის გადამღებ ჯგუფს უთხრეს, ნახევრად დამწვარ სახლებს ღამით ძარცვავენ, ფაქტზე უკვე დაკავებულა რამდენიმე პირი. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას მოამბის გადამღები ჯგუფიც შეესწრო. არის თუ არა ხანძრის კერების გაღვივების საფრთხე და რა ვითარებაა სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის – გურამ როგავას რეპორტაჟი.