ვითარება რეგიონებში

ამ დრომდე საქართველოში ვირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფიქსირებული არ არის. ყველა ახალი შემთხვევა  იტალიიდან ჩამოსულ პირებს უკავშირდება. შიდა გავრცელებად კი მესამე პირის დაინფიცირება მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, რეგიონებში მდებარე კლინიკებში კოვიდ19 -ის შემთხვევები არ გამოვლენილა. პასუხები უარყოფითია ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების შემთხვევაშიც. ამ დროისთვის კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით პაციენტები აღარ ჰყავთ.

ბათუმში კი ექვსი მოქალაქის ანალიზის შედეგებს ელოდებოდნენ. ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, კოვიდ19 არც მათ გამოუვლინდათ.