ვითარება საოკუპაციო ზოლთან

საოკუპაციო ძალების პროვოკაციული მოქმედება – მიმდინარე კვირის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა შიდა ქართლში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები ჩაატარეს. სოფელ ჯარიაშენთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გავლებულია თხრილები.

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ კი ტერიტორია მონიშნულია თეთრი ლენტებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან მიმდინარე ყველა უკანონო მოქმედება იდენტიფიცირებულია.

რა ვითარებაა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ – ადგილზე ნინო ფისაძე ჩავიდა.