ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღით პერევის გადასასვლელი ჩაკეტა.
დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, პერევის ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი 18 სექტემბრის 20:00 საათიდან 22 სექტემბრის 06:00 საათამდე დაიკეტება. გადაწყვეტილებას ცხინვალში 20 სექტემბრისთვის დაგეგმილ ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო დროს განვითრებული მოვლენების გათვალისწინებით, მდგომარეობა საგანგაშოა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა მძიმდება და იქმნება ჰუმანიტარული კრიზისის პირობები. ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხდება საერთშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების დეტალური და სასწარფო ინფორმირება. საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დაისმება ოქტომბრის დასაწყისში ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებული ვითარება იქნება განხილვის მთავარი საკითხი ამერიკის შეერთებულ შტატებში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროსაც.