ურთიერთობა ისევ იძაბება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ახალი პოზიციები დაიკავა. საუბარია მეორად გზებზე, რომლებიც ეკოაქტივისტების მიერ დღემდე ბლოკირებული ლაჩინის გზის გვერდის ავლით სომხეთს სტეპანაკერტთან აკავშირებდა. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, მითითებული საგზაო მონაკვეთებით სომხეთი შეიარაღების ტრანსპორტირებას ეწეოდა, რასაც ერევანი არ ადასტურებს. სომხეთში ამტიცებენ, რომ გზები რამდენიმე სოფელთან კავშირისთვის იყო საჭირო. ერევანი ბაქოს 2020 წელს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში და ინტერვენციაში ადანაშაულებს და აზერბაიჯანს მისი სამხედრო ძალების ძველ პოზიციებზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.