სვანეთში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება.
ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ხაიშის მონაკვეთი ამ წუთებშიც გადაკეტილია. ხაიშის ცენტრიდან სპეც-რაზმი გაიყვანეს, თუმცა ადგილობრივები დაშლას მაინც არ აპირებენ. შესაბამისად ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალება არ ეძლევათ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სოფელში ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოების შესამოწმებლად იმყოფებიან.
ხაიშის მცხოვრებლებთან მოლაპარაკებას სოზარ სუბარი ცდილობს, რომელიც დღეიდან რეგიონული მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
„მოამბე“ მესტიიდან, თეა აბსარიძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას ხაიშიდან.