ვითარება სვანეთში

ამ დრომდე გადაკეტილია მესტიისკენ მიმავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი. სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოქმედებას აპროტესტებს. მოქალაქეების გაღიზიანება სოფელ ხაიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის მობილიზებასაც მოყვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სოფლებში ხე-ტყის უკანონო ჭრის მონიტორინგისთვის შევიდა. უწყების თანამშრომლებს ადგილობრივების სახერხების დათვალიერება სურდათ, რისი უფლებაც მათ მოქალაქეებმა არ მისცეს. ადგილზე ჩავიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და რეგიონის პოლიციის ხელმძღვანელი პირები.

რა ხდება ამ წუთისთვის სოფელ ხაიშში – თეა აბსარიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.