ოთხი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი - მკვლელობა რუსთავში

სისხლიანი გარჩევა რუსთავში. რა მოხდა ე.წ. სტამბოლის ბაზარში – ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი ოთხი პირის მკვლელობით დასრულდა. დაკავებულია ბრალდებული, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერ ბიძას ესროლა, შემდეგ კი ტერიტორიაზე მყოფ რამდენიმე პირს. ცხედრები ცოტა ხნის წინ გადაასვენეს პროზექტურაში. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.