ორი საეჭვო პაციენტის პასუხებს ელოდებიან მარნეულში. ორივე მათგანი ჰოსპიტალიზირებულია. საკვლევი მასალები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. მთელ მუნიციპალიტეტში ხელმეორედ დაწყებული სამედიცინო შემოწმების შედეგად 12 000-მდე ადამიანია უკვე შემოწმებული. რაიონში, სადაც მესამე კვირაა კარანტინია გამოცხადებული, მოსახლეობას საშუალება მიეცემა, რომ ადგილზე წარმოებული პროდუქცია სარეალიზაციოდ მუნიციპალიტეტს გარეთ გაიტანონ.