შვიდი საეჭვო პაციენტის პასუხს ელოდებიან მარნეულში. რამდენიმე მათგანს მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი კლინიკაში საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადაიყვანეს და კვლევები ჩაუტარეს. პარალელურად მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით განმეორებითი სამედიცინო შემოწმება დაიწყო. პირველ ეტაპზე ის ადამიანები შეამოწმეს, რომლებსაც მარნეულში პირველ დაინფიცირებულთან ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი. არცერთ მათგანს საეჭვო სიმპტომი არ აღმოაჩნდა.
ლიკა ალელიშვილი მარნეულიდან.