ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონაში, კორონავირუსით დაინფიცირების ცხრა დადასტურებული შემთხვევაა დადგენილი. კიდევ ერთ პირის შესახებ ტესტების პასუხები გუშინ გახდა ცნობილი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მასთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში იმყოფებიან. ქვემო ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, დაინფიცირებული სოფელ სავანეთიდანაა, საიდანაც ახლა #მოამბის კორესპონდენტი, გიორგი კობერიძე გვერთვება.