კოვიდ 19-ის დღევანდელ შემთხვევებს შორის არცერთი არაა ბოლნისის რაიონიდან. მუნიციპალიტეტში, სადაც მესამე კვირაა კარანტინია გამოცხადებული, განმეორებითი სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. თერმო-სკრინინგი და სპეციალური გამოკითხვა იმ დასახლებიდან დაიწყო, სადაც კორონავირუსის უკვე ექვსი ფაქტია გამოვლენილი. სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაავადების რვა შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის ექვსი – ერთი კლასტერიდანაა.
გიორგი კობერიძე ბოლნისიდან.