დავა გრძელდება გურჯაანის აგრარული ბაზრის გარშემო. ბაზრის ტერიტორიაზე ანტისანიტარიის გამო ახლა საწარმოო პროცესი შეჩერებულია.
მესაკუთრეს ძველმა გამგეობამ უზენაესი სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილების მიუხედავად ინფრასტრუქტურის განახლების ნებართვა არ მისცა. მინიციპალიტეტის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ გააუქმა, რასაც მოვაჭრეები ახლა სააპელაციო წესით ასაჩივრებენ. ადგილზე დასაქმებულები ბაზრის წილზე დაობენ.
პრობლემის მოგვარების მიზნით მხარეებთან შეხვედრას გურჯაანის ახალი მერი გეგმავს.