გუგუტიანთკარში სადემარკაციო სამუშაოები ისევ შეჩერებულია.
მეორე დღეა საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროები არ გამოჩენილან. თუმცა, დღეს იწურება ოკუპანტების მიერ მიცემული ვადა, რომლის ფარგლებშიც ოჯახებმა 2008 წლის ომის დროს დამწვარი სახლების დემონტაჟი უნდა დაასრულონ.
ნინო ფისაძე იმყოფება სოფელ გუგუტიანთკარში და პირდაპირ ეთერში გვიერთდება.