„მოამბის“ გადამღები ჯგუფი დღეს გარესამყაროს მოწყვეტილ თუშეთში ჩავიდა. სტიქიური პროცესების შედეგად დაზიანებული გზის გამო ომალოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალება საჰაერო ტრანსპორტია, რომელსაც მხოლოდ ადგილობრივები გადაჰყავს.
ოქტომბრის ბოლოს ჩაკეტილი გზა ამ დრომდე არ გახსნილა. მიზეზი მაისის დასაწყისში მომხდარი სტიქიაა, რამაც მეწყრული პროცესები გაააქტიურა და რამდენიმე საგზაო მონაკვეთთან არსებული რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. შედეგად, გვიანდება ტურისტული სეზონის დაწყება, რაც ადგილზე მცხოვრებთა შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.