ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-ზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება. უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრული მოვლენების შედეგად წარმოშობილ ტბასთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ამ დროისთვის 56-ე კმ-ზე წყლის დონე შედარებით დაკლებულია და ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კმ-ზე დამატებითი ტექნიკის მობილიზება დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 56-ე კმ-ის გარდა, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. ასევე, ორი საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად.