ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი საკუთარი წევრობიდან შოთა ხაბარელის გარიცხვაზე იმსჯელებს.
ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომის შემდეგ აღმასკომის სხდომა დღეს პირველად ჩატარდა. ის მედიისთვის დახურული იყო. არსებული ინფორმაციით, შეიქმნა 5 კაციანი ჯგუფი, რომელიც ფედერაციის ეფექტურ მუშობას უზრუნველჰყოფს. ასევე დაინიშნენ ნაკრების თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლები –ამირან ტოტიკაშვილი და ნოდარ მეტრეველი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი კი აღმასკომის წევრობიდან შოთა ხაბარელის გარიცხვა იყო. წევრებმა ძიუდოს სამყაროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს და შეთანხმდენენ, რომ ხაბარელის შემთხვევაში გამოიკვეთა, აღმასკომის წევრის სტატუსისთვის შეუფერებელი საქციელის ნიშნები.
ჯერ-ჯერობით უცნობია როდის გაიმართება რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა ძიუდოს ფედერაციაში და როდიდან ეყოლება ფედერაციას ახალი პრეზიდენტი.