დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში საყდრისის კომიტეტის წევრები ჩავიდნენ და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. „გარეჯი ჩვენია“ – ამ ლოზუნგით საქართველოს ხელისუფლების მიერ დელიმიტაციის პრობლემის მოგვარება მოითხოვეს და აღდგომის სახელობის მონასტერთან საქართველოს სახელმწიფო დროშა სიმბოლურად აღმართეს.
მათი განცხადებით, ხელისუფლებამ აზერბაიჯანულ მხარესთან ინტენსიური მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კვლავ იმყოფებიან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, თუმცა ადგილზე კონტროლს ქართველი მესაზღვრეებიც ახორციელებენ. აღდგომის ტაძრისა და მონასტრის ტერიტორიაზე სასულიერო პირები და მომლოცველები თავისუფლად გადაადგილდებიან.