ბოლნისში, სოფელ გეტაში სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაინფიცირებული პირის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. 82 წლის მამაკაცი გუშინ შეიყვანეს ადგილობრივი ცხელების ცენტრში. ასევე, დღეს ბოლნისში ლუგარის ლაბორატორიიდან ეპიდემიოლოგების ჯგუფებს ელოდებიან, რომლებიც სოფელ მუშევანში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს გამოიკვლევენ.
გიორგი კობერიძე – მუშევანთან არსებულ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან.