ვითარება აფრიკის დასახლებაში

აფრიკის დასახლებაში, სადაც შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორცილდა, სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. მათი თქმით, ხვალიდან მერია დემონტაჟის ახალი ტალღის დაწყებას გეგმავს. შეკრებილები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია მერიის გაფრთხილება, რომელიც მშენებარე სახლების დემონტაჟს ეხება და ასევე აცხადებენ, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემენ. ადგილობრივების განმარტებით კი, მათ სახლის დემონტაჟისთვის მიცემული ვადა დღეს ეწურებათ, თუმცა საკუთარი ნებით შენობების დანგრევას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სხვა წასასვლელი არ აქვთ. ამასთან, როგორც დედაქალაქის მთავრობაში განმარტავენ, იმ სახლების დემონტაჟი, სადაც მოქალაქეები უკვე ცხოვრობენ, მერიას არ ეხება და საკითხის გადაწყვეტა უკვე აღსრულების ბიუროს კომპეტენციაა.