„თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა“ – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამ სახელწოდებით საჯარო ლექცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოსაზრებებს ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ლექცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა წაიკითხა. საჯარო ლექცია ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი „100 საჯარო ლექციის ციკლის“ ფარგლებში მოეწყო.