ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა უნდა დაუწესოს სანქციები ქვეყნის ოლიგარქებს, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს ამერიკული გამოცემა „ჰილი“.
პუბლიკაციის ავტორები არიან საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი და ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრამერი. როგორც კელისა და კრამერის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, „ამ თვეში აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებული ახალი სავიზო და ფინანსური სანქციები არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან იმ პირთა შორის, რომელთაც სანქციები დაუწესდათ, არ აღმოჩნდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზე“.
სტატიას შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.