იან კელი: ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქცევა კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ხელს არ უწყობს

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქცევა, ნდობის განმტკიცებასა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას ხელს არ უწყობს,- ეს არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მორიგი განცხადებაა. იან კელის შეფასებით, ოჯახისთვის დიდი ხნის განმავლობაში არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადაუცემლობა საშინელი ფაქტი იყო. დიპლომატი იმედს იტოვებს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებას პროგრესი მაინც ექნება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში პასუხისმგებლობა, როგორც ოკუპანტ ძალას, რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

დატოვე კომენტარი