კიბერთაღლითობის კიდევ ერთი წყარო – საქართველოში ონლაინ და ვიდეო თამაშების მომხმარებლების რიცხვი სულ უფრო იზრდება.
აღრიცხვა ვერ ხერხდება და შესაბამისად, სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არაერთი შემთხვევაა, როცა მოქალაქე სწორედ ონლაინ გასართობი თამაშით კიბერ-თავდასხმების მსხვერპლი ხდება. ფინანსური ზარალის პრევენციისთვის სპეციალისტები მომხმარებლებს აფრთხილებენ. ონლაინ თამაშების სფეროში კიბერდანაშაულის მზარდი მაჩვენებლები გლობალური გამოწვევაა, რომლის დაძლევას პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმების და უსაფრთხოების სისტემების გაძლიერებით ცდილობენ.