წითელ პარასკევს წმინდა მიწაზე მყოფი მომლოცველები „ვია დოლოროსას“ – გოლგოთისკენ მიმავალ გზას გადიან. სწორედ იმ მონაკვეთს რომელიც მაცხოვარმა ჯვრით, ჯვარცმამდე განვლო. იერუსალიმში ხალხმრავლობაა. პილიგრიმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან არის ჩასულები, მათ შორის არიან ქართველი მომლოცველებიც. იერუსალიმშია „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც.