ვია დოლოროსა – გზა გოლგოთისკენ

21:59, 14.04.2023

ქრისტეს ვნების გზა და 14 გაჩერება – იერუსალიმში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა მომლოცველებმა დღეს გოლგოთისკენ მიმავალი ვია დოლოროსას გზა კიდევ ერთხელ გაიარეს. იმ გზის ათვლა, რომელიც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ გოლგოთამდე განვლო, ოქროს კარიბჭიდან იწყება და მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება, სადაც ხვალ წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას დაელოდებიან. 600-მეტრიან გზაზე ტრადიციულ მსვლელობას ჯვრებით და გალობით შეუერთდნენ საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც. სასულიერო პირები პილიგრიმებთან ერთად იმ 14 ადგილზე გაჩერდნენ, სადაც ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე შეჩერდა. მსვლელობის დროს შესრულდა საგალობლები.

„მოამბე“ წმინდა მიწიდან, – თეონა ხუბულავა იმყოფება იერუსალიმში.

მსგავსი