წითელი პარასკევი - ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე

ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დაკრძალვას იხსენებს. ტაძრებში დღეს გარდამოხსნის წესი სრულდება

წითელ პარასკევს წირვა არ ტარდება. სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც, უფლის ვნების შესახებ ნაწყვეტები იკითხება. მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ.