წითელი პარასკევი

წლის ყველაზე მძიმე დღე – მართლმადიდებელი ეკლესია წითელ პარასკევს იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს.

ტაძრებში გარდამოხსნის წესი ჩატარდა, შესრულდა სამეუფეო ჟამნიც. ამ დღეს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ, რასაც რელიგიური დატვირთვა აქვს.