ვატო შაქარაშვილი საბურთალოზე დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
საკრებულოს წევრმა საბურთალოს ნომერ მესამე საოლქო საარჩევნო კომისიაში დღეს სარეგისტრაციო ხელმოწერები წარადგინა. მისი განცხადებით, თბილისელების პრობლემების მოსაგვარებლად, ახალი შემართებით იბრძოლებს.