ვარკეთილში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ვარკეთილში ორი ადამიანი გარდაიცვალა, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით. გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ. მათი ცხედრები ბინაში ერთ-ერთის შვილმა აღმოაჩინა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. საქმე 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.