ვარკეთილში ცემის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმე

ცემის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის მურად წურწუმიას საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, საგამოძიებო უწყება ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს. გამოძიება ვახტანგ ბურძენიძესაც, ისევე როგორც ამ საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელ ზურაბ ფოფხაძეს, ჯგუფურად ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. წარდგენილია ასევე ცემის მუხლი. გამოძიების ცნობით, ეს პირი კერძო სექტორშია დასაქმებული. ბრალდება 8-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კიდევ ერთი პირის დაკავება კი, გამოძიების ინფორმაციით, დამატებითი საგამოძიებო მოქმედებებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გადაწყდა. საგამოძიებო უწყებამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ექსპერტთან ერთად, გარდაცვლილს გარეგნული დათვალიერება ჩაუტარდა, რის შედეგადაც, თვალის დაკარგვის ფაქტი არ დადასტურდა და ამას არც ის მედიკოსები ადასტურებენ ჩვენებებში, რომლებიც უკვე გამოიკითხნენ. შემთხვევა ორ იანვარს ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით. სპეცრაზმელს, მის თანხმლები პირსა და ძმებს შორის დაპირისპირება. ბრალდებული სპეცრაზმელის ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას მოყვა.