ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის ინიციატივა დაპირისპირების მიზეზია დედაქალაქის საკრებულოში.
პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი უნდა მიენიჭოს. ინიციატივას საკრებულოს უმცირესობა და ოპოზიცია ეწინააღმდეგებიან. საკითხი დღეს შესაბამისი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროტესტის ნიშნად დატოვა.
მარიამ სეთურიძე გვერთვება თემის დეტალებით.