„ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი გორის ორ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. სამხედრო ჰოსპიტალსა და „გორმედში“. შიდა ქართლს ამ პრეპარატის 2 160 დოზა გადაეცა. დღეს რეგისტრირებული მოქალაქეებიდან ნახევარზე მეტი უკვე აიცრა. ნაწილის ვიზიტი კი დღის მეორე ნახევარშია დაჯავშნილი.
კოვიდ-პაციენტების მიმართვიანობა მზარდია.