სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოველდღიური ცხოვრება

მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება გორში, ყოფილი რძის ქარხნის შენობაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

16 ოჯახი აქ ხუთი წლის წინ თვითნებურად შესახლდა. შენობაში არაა მოწესრიგებული საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემები, დაზიანებულია ჭერი. აქ მცხოვრებთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და შშმ პირები. ურთულეს პირობებში მცხოვრებ ოჯახებს წასასვლელი არსად აქვთ, ისინი მერიას შენობის სახურავის შეკეთებას სთხოვენ, რადგან წვიმის დროს ის უკვე უსარგებლო გახდა. იმის გამო, რომ ეს შენობა არაა სოციალური საცხოვრისი და იქ ოჯახები თვითნებურად არიან შესახლებული, მერია პასუხისმგებლობას არსებულ ვითარებაზე არ იღებს.

ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.