ეპიდ-ვითარების გართულების ფონზე ჯანდაცვის სისტემა მობილიზებას განაგრძობს. იზრდება საწოლ-ფონდების რაოდენობა. მოთხოვნა მატულობს პედიატრიულ განყოფილებებზეც. ეპიდემიის მართვისთვის მკურნალობის პროცესში არაპროფილური კლინიკებიც ერთვებიან. შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები. მომატებულია აცრის მსურველთა რაოდენობა.
დილიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი გაეცნენ.