ვაქცინაციის პროცესი

ეპიდ-ვითარების გართულების ფონზე ჯანდაცვის სისტემა მობილიზებას განაგრძობს. იზრდება საწოლ-ფონდების რაოდენობა.  მოთხოვნა მატულობს პედიატრიულ განყოფილებებზეც. ეპიდემიის მართვისთვის მკურნალობის პროცესში არაპროფილური კლინიკებიც ერთვებიან. შეჩერებულია გეგმიური ოპერაციები. მომატებულია აცრის მსურველთა რაოდენობა.

დილიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესს ჯანდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი გაეცნენ.