ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ლონდონიდან მიღებულ დასკვნას უპირისპირებს.
დიდი ბრიტანეთის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტ პოლ ბეიკერის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ზაზა ხატიაშვილი ამტკიცებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მედიაში გავრცელებული სამი ფარული ჩანაწერი დამონტაჟებულია.
საუბარია იმ აუდიოჩანაწერებზე, სადაც დიალოგები ოქუაშვილს, ჩხარტიშვილსა და მის პარტნიორ ირაკლი ჩუბინიშვილს შორის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე მიმდინარეობს.
ბიზნესმენის უფლებადამცველის მტკიცებით, ჩანაწერები სხვადასხვა დროს ჩაწერილ საუბრებს აერთიანებს და მათზე რამდენიმე წყვეტა ფიქსირდება, მათ შორის ხელით მანიპულაციის ფაქტებიც.
ჩხარტიშვილის ადვოკატი ფარული აუდიომასალების გამავრცელებლებისგან ბოდიშს ითხოვს.