ხმაური იყო ვაკის პარკში, სადაც აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ისევ გრძელდება.
შეკრებილები მხარს უჭერენ და სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, თუმცა უარს ამბობენ სამართლიანობისთვის პოლიტიკოსებთან ერთად იბრძოლონ.
ალტერნატიული აქციის ჩატარებაც სწორედ ამ მიზეზით გადაწყდა.
ვაკის პარკში მივიდა თავად ზაზა სარალიძეც, თუმცა ტერიტორია მან უკვე დატოვა.