ვაკის პარკის საქმე - პროკურატურის ბრალდება

სათვალთვალო კამერით გადაღებული და პირველი გასაჯაროებული მასალა ვაკის პარკის საქმეზე.

პროკურატურა იმ კადრებს აქვეყნებს, სადაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ჩატარებული სამუშაოებია ასახული. ერთი საათის წინ ვიზუალურად პირველად ვნახეთ შადრევანში გამავალი და დაზიანებული ის ელექტროსადენი, რომელიც საგამოძიებო მასალების მიხედვით, წყალში დენის გატარების მიზეზი გახდა. პროკურატურამ დღეს შადრევნის რეაბილიტაციის შემდეგ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის გაყალბების დამადასტურებელი მასალაც წარადგინა.

პროკურატურაში გაკეთებული განცხადება ნათია ქენქაძემ მოისმინა.