შოვში სტიქიის ზონაში სამუშაოები არ შეჩერებულა და შესაბამისმა უწყებებმა მაქსიმალურად გააკეთეს ყველაფერი, – განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, საგანგებო სიტუაციების შტაბს თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობდა და მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა, მუდმივ კონტაქტზე იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმა სიტუაციიდან გამომდინარე მუდმივად იცვლებოდა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამდენი ახსნის მიუხედავად, ოპოზიცია მაინც თემით სპეკულირებს.
შეგახსენებთ, შსს მინისტრს გუშინ საკანონმდებლო ორგანოში მოუსმინეს.