ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი იყო მსჯელობის მთავარი თემა, ტოივო კლაართან შეხვედრაზე. კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა.
მხარეებმა არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. ხაზი გაუსვა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვის პრობლემასა და ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს.