ვახტანგ გომელაური კელი დეგნანს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან, რომელმაც საქართველოში დიპლომატიური საქმიანობა დაასრულა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) საქართველოს ოფისის უფროსი სარა რუპერტი. ვახტანგ გომელაურმა ელჩს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.