„იარტ გალერეაში“ ახალგაზრდა მხატვრის, ვახო ხელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე, ქანდაკება ფერწერული, გრაფიკული და ციფრული ნამუშევრებია წარდგენილი. ავტორი მათ ორი წლის განმავლობაში ქმნიდა. მხატვრის ნამუშევრები თბილისის გარდა, წარდგენილი იყო ვენეციისა და ბერლინის გამოფენებზე. „იარტ გალერეაში“ ვახო ხელაშვილის ნამუშევრების ნახვა პირველ აპრილამდე იქნება შესაძლებელი.