თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2024 გაიხსნა. ის ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ ორგანიზებით ტარდება. ღონისძიებაში 8 ქვეყნის 200-მდე კომპანია მონაწილეობს. წარდგენილა ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, ღვინის ტექნოლოგიები, შესაფუთი მასალები და აქსესუარები. გამოფენის ფარგლებში საკუთარ სტენდებს წარადგენენ ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმოები, ბიოდინამიური და ქვევრის ღვინის მწარმოებლები, ასევე მოეწყობა ახალი მცირე მარნების ექსპოზიცია.
გამოფენა WinExpo პოპულარულია როგორც ღვინის მოყვარულთათვის, ისე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის. გამოფენის პარალელურად, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. ჩატარდება სამუშაო შეხვედრები ღვინის იმპორტიორებთან, მოხდება სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვა, გაიცემა პრაქტიკული რჩევები მწარმოებლებისთვის.