ცნობილი ტრავმატოლოგის დაკავებიდან უკვე 28 დღე გავიდა. ქართველ ექიმს, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავება, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი მხარდამჭერი აქცია დღეს თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. სამოქალაქო აქტივისტები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები, ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მეტი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.