მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 ნოემბრისთვის გადაიდო. მიზეზი ამჯერადაც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. ადვოკატებმა მოსამართლეს ორი დოკუმენტი გააცნეს, ერთი კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც სააკაშვილი მკურნალობის პროცესს გადის, ხოლო მეორე ცენტრ „ემპათიადან“, რომელიც სამედიცინო ექსპერტიზაზე მუშაობს. ინტერესების დამცველების ცნობით, სააკაშვილი არის კოვიდინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო.