კაკულიების სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმების, დავით და გურამ კაკულიების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა მხარეების შესავალი სიტყვებით გრძელდება, არ არის გამორიცხული, დაიკითხონ მოწმეებიც. ძმები კაკულიები სამართალდამცველებმა 30 მაისს ორთაჭალაში დააკავეს. პროკურატურამ მათ ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინა. კერძოდ, მათ ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, საზღვრის უკანონო კვეთა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. გურამ და დავით კაკულიები ბრალს არ აღიარებენ.