70 წლის მამაკაცს, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში ორი დღე გაატარა, სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. ელდარ გუნდიშვილს სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობა მუცლის არეში აქვს. სოფელ აძვიდან გატაცებული ამ დრომდე აცხადებს, რომ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა ოკუპირებულ ცხინვალში არ მიუყენებიათ, თუმცა დაკავების დროს ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც წაიქცა. მას შემდეგ, რაც გუნდიშვილის ჯანრთელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ის ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა მოინახულა. მედისკოსი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, რაიმე სახის სამედიცინო დახმარება 70 წლის მამაკაცს არ ესაჭიროება. ელდარ გუნდიშვილი პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტში გუშინ განმეორებითი გამოკითხეს. დაზიანებების გამო, მას ექსპერტიზაც ჩაუტარდა.