ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. N20 კორპუსის მიმდებარედ, 3500 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო.

სკვერის რეაბილიტაცია ვაკის რაიონის დაკვეთით განახორციელა.

სკვერში განახლდა საბავშვო მოედანი, ამფითეატრი, აუზი, მოეწყო სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გარე განათების სისტემა და დაიგო ბალახი.

პროექტის ღირებულებამ 254 397 ლარი შეადგინა.