ციციშვილის სახელობის რეაბილიტირებული პარკი

21:39, 29.09.2024

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში ციციშვილის სახელობის რეაბილიტირებული პარკი საზეიმოდ გაიხსნა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამი საბავშვო მოედანი, ორი სავარჯიშო სივრცე, სრულად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ინფრასტრუქტურა და განთავსდა ექვსი დასასვენებელი პავილიონი. ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემებიც. პარკი დღეს თბილისის მერმა საზეიმო კონცერტით გახსნა.

მსგავსი